ადმინისტრატორი
2xP PRIORITY GLI
თარიღები: 21 ნოე - 20 დეკ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ადმინისტრატორი (HoReCa)
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 595436009
დაიწყე კარიერა TOURINVEST GROUP-ში ადმინისტრატორის პოზიციაზე და განვითარდი ჩვენთან ერთად!

Tourinvest Group 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ $ -ს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ მენეჯმენტ გრუპის პროექტების ფარგლებში დაახლოებით 700-მდე ადამიანია დასაქმებული.

რას გთავაზობთ ჩვენ?
  • ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების პირველი დღიდან
  • 50 %–იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
  • 70 %-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა „არგო“-ზე
  • ფასდაკლებას რესტორან ,,არგო“- ში
  • სწავლაზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს
  • ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

ძირითადი მოვალეობები:
  • მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, კერძოდ აპარტამენტებში/სასტუმროში დადგენილი საოპერაციო სტანდარტების ცოდნა და მათი ეფექტური განხორციელება https://brb.ge/ https://www.facebook.com/BoulevardBatumi
  • სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების უზრუნველყოფა;
  • ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა მომხმარებელთან;
  • სტუმრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება არსებული პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ
  • სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია.

ძირითადი მოთხოვნები:
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.№40/ნ.დუმბაძის ქ.№2
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: საათობრივი, არანაკლებ 1000 ლარისა
ზეგანაკვეთურად (40 სამუშაო საათზე მეტი), უქმე დღეებში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება განსხვავებული ტარიფით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: LINK : HR.GE https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_rcit5/
ან დაგვიკავშირდით +995 595436009
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!