მორიგე ექთანი
თარიღები: 22 ნოე - 20 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
სამედიცინო:  მედდა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@joann.ge
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის პოზიციაზე გადაუდებელი მედიცინის სამსახურში 
განყოფილება: გადაუდებელი მედიცინის სამსახური 
მდებარეობა: თბილისი, ჟვანიას ქუჩა 17 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • გადაუდებელი პაციენტების პირველადი დახმარების აღმოჩენა და მოვლა. 
  • პაციენტების გადაყვანა შესაბამის განყოფილებებში. 
  • მედიკოსთა გუნდის მხარდაჭერა გადაუდებელი შემთხვევების მართვაში. 
  • საჭირო მედიკამენტებისა და აპარატურის გამოყენება უსაფრთხოების წესების დაცვით. 
  • პაციენტებთან და მათ ოჯახებთან კომუნიკაცია, მხარდაჭერის გაწევა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება. 
  • დოკუმენტაციის წარმოება და პაციენტის მდგომარეობის შესახებ მონაცემების ფიქსირება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • შესაბამისი სამედიცინო განათლება (ექთნის დიპლომი). 
  • სამუშაო გამოცდილება გადაუდებელ მედიცინაში (სასურველია ). 
  • გადაუდებელი დახმარების პროტოკოლებისა და პროცედურების ცოდნა. 
  • პაციენტებთან და კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი. 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
 
სასურველია: 
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული). 
  • ტრენინგებში ან გადაუდებელი დახმარების დამატებით კურსებში მონაწილეობა. 

ჩვენ გთავაზობთ: 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას. 
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. 
  • სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს. 
  • სასიამოვნო სამუშაო პირობებს, თანამედროვე აღჭურვილობასთან ერთად. 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე:vacancy@joann.ge   გთხოვთ, სათაურისს ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!