ოპერატორი ფინანსურ დეპარტამენტში
თარიღები: 22 ნოე - 20 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერ-ოპერატორი ფინანსები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@joann.ge
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ოპერატორი ფინანსურ დეპარტამენტში
მდებარეობა: თბილისი, ჟვანიას ქუჩა 17
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • კონტრაგენტებთან კომუნიკაცია;
  • RS-ზე საჭირო პროცედურები, რაც დებიტორ-კრედიტორებს უკავშირდება;
  • ბუღალტრული დოკუმენტაციის სისრულესა და სიზუსტეში მოყვანა;
  • სალარო აპარატების და ტერმინალების პერიოდული შემოწმება შესაბამისობის დასადგენად;
  • შიდა პროგრამიდან ამოღებული მონაცემების დამუშავება საჭიროების შესაბამისად;
  • მართველობით და ანალიტიკურ რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება „ინფო“);
  • განათლება ეკონომიკურ სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
  • ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, აუცილებელია Excel-ის კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
  • სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სასურველია აპლიკანტს ქონდეს ანალოგიურ გამოცდილებაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე:vacancy@joann.ge   გთხოვთ, სათაურისს ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!