აღმრიცხველი
თარიღები: 21 ნოე - 20 დეკ
მდებარეობა: თეთრიწყარო
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1400
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერ - აღმრიცხველი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@ashendi.com
შპს „აშენდი აგრო საქართველო“ წარმოადგენს სრული ციკლით მომუშავე მეღორების კომპლექსს, რომელიც მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში და კომპლექსის გაფართოებასთან ერთად ეძებს შესაბამის კადრებს: აღმრიცხველის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ასურეთი.
ტრანსპორტირებას და კვებას უზრუნველყოფს კომპანია.
ანაზღაურება 1400net.
სამუშაო განაკვეთი: 2 დღე კარანტინი +14 დღე სამუშაო ცვლა, შემდეგ 12 დღე დასვენება;

სამუშაო აღწერილობა:
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ აღმრიცხველს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ღორების რეგისტრაციის, ჯანმრთელობის მონიტორინგისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების პროცესებზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ღორების რეგისტრაცია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი;
  • ვაქცინების და სხვა მკურნალობის ჩატარების დაფიქსირება;
  • ვრცელ მონაცემთა ბაზაში ინფორმაციების წარმოება და ანალიზი;
  • თანამშრომლობა ფერმის სხვა თანამშრომლებთან;
  • დოკუმენტაციის შედგენა და შენახვა.

საჭირო უნარები:
  • გამოცდილება სოფლის მეურნეობაში
  • ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მათ შორის, Excel);
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: HR@ashendi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, „აღმრიცხველი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.