კომპანია „ჭიტა“ 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით,მომსახურე პერსონალი კი, კეთილგანწობით.
ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ, ასეთივე თბილ და ხალიასიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ.
კომპანია „ჭიტა“იწვევს მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე:
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; აღმაშენებლის ხეივანი # 19
- სამუშაო გრაფიკი: 5/2;
- ანაზღაურება: ინდივიდუალური, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;
ძირითადი მოვალეობები:
- დირექტორის მიერ დავალებული სხვა ადმინისტრაციული და ორგანიზაციული საქმიანობის შესრულება;
- კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა კვლევის და ანგარიშების წარმოება;
- პერიოდული რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან, მიმდინარე ომოცანებთან დაკავშირებით;
- კომპანიაში ყოველდღიურ საკითხებზე მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირება;
- კომპეტენციის ფარგლებში პროექტების მართვაში ჩართულობა;
- დირექტორის დღის წესრიგის შექმნა;
- პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროცესების მონიტორინგი;
- შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრების შემდგომი დოკუმენტაციების წარმოება.
- შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი ოქმების წარმოება;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- აუცილებელია, ინგლისური ენის გამართულად ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება)
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- საოფისე პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
- აკადემიური წერის ცოდნა და გამოცდილება;
- აუცილებელია, ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აღმასრულებელი თანაშემწის/ ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია პროექტების მართვის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების Microsoft office, განსაკუთრებით Excel ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოაგზანონ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე :
hr@chita.ge 20 დეკემბრამდე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 1 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კომპანია "ჭიტა" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!