ოფის-მენეჯერი
თარიღები: 03 დეკ - 20 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ოფისის მენეჯმენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@master-trade.ge
“მარს - ვრიგლის“ (სნიკერსი) ოფიციალური პარტნიორი საქართველოში  შპს “მასტერ თრეიდი” აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე . (კომპანიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: http://master-trade.ge/home
სამუშაო პირობები:  
სამუშაო დღეები ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით (ყველა ოფიციალურ უქმე დღეს დასვენება); 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ოფისში მოსული სტუმრების მიღება-გადამისამართება; 
  • სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა; 
  • სატელეფონო ზარებზე, ელ. წერილებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება; 
  • მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის; 
  • საფოსტო გზავნილის მიღება-გადამისამართება; 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
 
პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • ორგანიზატორული უნარჩვევები;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • სხარტი აზროვნება;
  • დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV მისამართზე:    hr@master-trade.ge  და მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებას!