ენერგომეურნეობისა და სარემონტო სამუშაოების ინჟინერი

მცხეთა, ნატახტარი სრული განაკვეთი ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)
“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. 
Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. 
“ეფეს საქართველო“ უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ენერგომეურნეობისა და სარემონტო სამუშაოების ინჟინერი
სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი

თანამშრომელს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან
  • სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს
  • ლანჩი

ძირითადი მოვალეობები:
  • შენობის Maintenance-ისა და შეკეთების ცოდნა და ელექტრული სამუშაოების ტექნიკასთან შესაბამისად ჩატარების უზრუნველყოფა.
  • ქარხნის გარეთ განსახორციელებელი სამუშაოების შესაბამისობის შემოწმების ჩატარება.
  • ტექნიკური (Maintenance) მენეჯმენტის და ჰიდრავლიკურ-პნევმატიკის ცოდნა და ყველა სახის ელექტრო-ელექტრონული, საკონტროლო და ავტომატიზაციის მოწყობილობების გეგმური და პრევენციული ტექნიკური სამუშაოების განხორციელება.
  • ელექტრონიკის და მართვის სისტემების ცოდნა,  საწარმოო კომპიუტერების და PLC საკონტროლო სისტემების მართვა და მათი უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა.
  • პროგრამირებადი პროცესების მართვის სისტემების ცოდნა.
  • ლუდსახარშში Software-ის მუდმივად განახლებული მდგომარეობაში ყოფნა, ყველა საწარმოო Software პროგრამის Back-Up-ის შენახვა, რათა გამოყენებულ იქნას საჭიროების შემთხვევაში.
  • ტექნიკური სამუშაოების პერიოდში სხვა განყოფილებებთან კოორდინირებული მუშაობა და დროული ტექნიკური უზრუნველყოფა.
  • ობიექტების პროგრამული კომპონენტების ტექნიკური და სარემონტო მოთხოვნების განსაზღვრა შიდა და გარე გაზომვებით და მათი განხორციელება.
  • ვერიფიკაციისა და დაკალიბრების ცოდნა; საზომი და საკონტროლო მოწყობილობების პერიოდული შემოწმებისა და დაკალიბრების უზრუნველყოფა.
  • ხარისხის სისტემების სტანდარტების, პროცედურებისა და ინსტრუქციების შესაბამისად მოქემდება.
  • ტექნიკური ნახაზებისა და მარაგ-ნაწილების სპეციფიკაციების განსაზღვრა საწარმოო ინსტრუქციების მომზადების მიზნით და ოპერაციების განხორციელება სათადარიგო ნაწილების მარაგის ოპტიმალურ დონეზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მიწოდების ჯაჭვის სფეროში, სასურველია FMCG სექტორში.
  • უმაღლესი განათლება ელექტრული ინჟინერიის ან Sofware ინჟინერიის მიმართულებით.
  • საბაზისო ცოდნა მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული ყველა ელემენტისა და პროცესის შესახებ, როგორიცაა ხარისხი, წარმოება, ჩამოსხმა და ა.შ.
  • სრულყოფილი ცოდნა ტექნიკური მომსახურების (Maintenance) შესახებ.
  • ცოდნა მაღალი და საშუალო ძაბვის გარემოს შესახებ.
  • ISO სტანდარტების შესახებ ცოდნა და გამოცდილება (9001, 14001, 18001, 50001 და 22000)
  • Lean 6 Sigma ცოდნა.
  • პრობლემების გადაჭრისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები.
  • კარგი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
  • ურთიერთფუნქციური ბიზნეს პროცესების მყარი გაგება.
  • პროგრამირების ენების ცოდნა (Simatic და ა.შ.).

რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. „ლომისი’’-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. 
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით. 
დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. „ლომისი’’-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერზე: www.natakhtari.com  
განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. „ლომისი’’-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში. 
აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:  info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com.
ს.ს. „ლომისი’’ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 4 დეკემბერი.