პოლისებისა და ხელშეკრულებების ადმინისტრირების მენეჯერი
თარიღები: 01 დეკ - 20 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 800
განათლება: ბაკალავრი
დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@primeinsurance.ge
სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი არის ევროპული ინვესტიციით შექმნილი დასავლური სტანდარტების კომპანია, რომელიც 2007 წლიდან არის წარმოდგენილი ბაზარზე. 2018 წლიდან კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა. სადაზღვევო კომპანია პრაიმი გამოირჩევა სტაბილურობით, მზარდი კაპიტალით, პროვაიდერთა ქსელის მრავალფეროვნებითა და კონკურენტული პროდუქტებით. სადაზღვევო კომპანია პრაიმის აქციონერი არის ევროპული საინვესტიციო კომპანია - Mercury Europe Holdings SA.

სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი აცხადებს ვაკანსიას  პოლისებისა და ხელშეკრულებების ადმინისტრირების მენეჯერი პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • დაზღვეულთა ბაზების დამუშავება და პროგრამული ასახვა;
  • სადაზღვევო პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციისა და ხელშეკრულების პირობების პროგრამული ასახვა;
  • დაზღვეულთა ბაზებსა და ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით პერიოდულად ცვლილებების განხორციელება პროგრამაში;
  • მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების, უზუსტობების აღმოჩენა და გასწორება;
  • სადაზღვევო ხელშეკრულებებისა და პოლისების (თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად)  ბეჭდვის პროცესის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით კომპეტენციის ფარგლებში.
  • ჩაბარებული დოკუმენტაციის აღრიცხვა; სათანადო წესით შენახვა / დაარქივება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ცოდნა და გამოცდილება
  • ბაკალავრი - სასურველია ფინანსების; საბანკო/სადაზღვევო საქმის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე, საბანკო / სადაზღვევო / საფინანსო სფეროში გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით MS Office ცოდნა;
  • პიროვნული თვისებები და უნარები
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა.

სამუშაო პირობები
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 18:00.
სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #24;
ანაზღაურება: 800 ლარიდან.
დამატებით განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე.

გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@primeinsurance.ge    სათაურის ველში,  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია (რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი, სხვა თანდართული დოკუმენტი) შეიძლება შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს სადაზღვევო კომპანია პრაიმისთვის ხელმისაწვდომი გახდება განაცხადების განხილვისა და კანდიდატების შერჩევის პროცესში, დამუშავდება   კომპანიის მიერ არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით). აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვვევაში, გვქონდეს თქვენი კანდიდატურის კიდევ ერთხელ განხილვის შესაძლებლობა. თუ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებსაც, მისგან თანხმობის მოპოვების ვალდებულება აღნიშნული მონაცემების სს სადაზღვევო კომპანია პრაიმისთვის გადაცემასთან დაკავშირებით გეკისრებათ თქვენ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტ(ებ)ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოთ აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით.