მარკეტინგის მენეჯერი
თარიღები: 21 ნოე - 20 დეკ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
ენები: ქართული ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ანალიტიკოსი (მარკეტინგი)
"გრანდ სითი რიალ ისთეით" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის  მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის სოციალური ქსელების მართვა: (Instagram, Facebook, TikTok) - ანგარიშების ყოველდღიური მართვა, კონტენტის განთავსება და აქტიურობა.
  • რეკლამების შექმნა და გაშვება:  სარეკლამო კამპანიების შემუშავება და განხორციელება.
  • ტრენდების მონიტორინგი: ახალი ტენდენციების თვალყურის დევნება და კონტენტის ადაპტაცია მიმდინარე ტენდენციებთან.
  • მუდმივი თანამშრომლობა გაყიდვების და მენეჯმენტის განყოფილებასთან, ობიექტების, აქციებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება.
  • Adobe Photoshop ან Adobe Illustrator -ის ცოდნა( ADS Manager-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
  • Facebook, LinkedIn, Instagram გვერდების ადმინისტრირების გამოცდილება - ბიუჯეტირებული რეკლამირებისა და სხვა ტექნიკური ინსტრუმენტების ცოდნა;
  • გამართული წერითი და მეტყველების უნარი,
  • კრეატიული აზროვნება,
  • კომუნიკაბელურობა,
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი,
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 1500 ლარი
სამსახურის გრაფიკი 5/2, 10-დან 19-მდე
შვებულება 24 დღე წელიწადში

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფასდაკლება განთავსებაზე ჩვენს აპარტამენტებში 50%.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.