რეგიონალური მენეჯერი
2xP PRIORITY HH Recruitment
თარიღები: 21 ნოე - 27 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები:  FMCG გაყიდვები(ზოგადი) ელექტრონიკა, ტექნიკა კომპიუტერული ტექნიკა კორპორატიული კლიენტები (B2B) ფილიალების ქსელი საცალო კლიენტთა მომსახურება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: recruitment14@hh.ge

HH Recruitment(www.HH.geეძებს კანდიდატს, რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელისთვის.


 ძირითადი მოვალეობები:

  • დაქვემდებარებაში არსებული  მაღაზიების ყოველთვიური გაყიდვების  გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა,  მონიტორინგი და რეპორტინგი. ხარჯის ლიმიტების მონიტორინგი და მის მინიმიზაციაზე ზრუნვა.
  • მაღაზიაში რეგულარული ვიზიტები მერჩენდაიზინგისა და კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების და საოპერაციო პროცედურების აღსრულების კონტროლის  მიზნით.
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან რეგულარული შეხვედრების ჩატარება  და შესრულებულ სამუშაოზე უკუკავშირის მიწოდება  სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით;
  • მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული საჩივრების  რეგულარული ანალიზი  და პრობლემის მოგვარების გზების ინიცირება;
  • ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნისთვის საჭირო პროცესების აღსრულება დადგენილი წესის შესაბამისად;
  • საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციის გაწევა მაღაზიის მენეჯერისთვის; თანამშრომელთა  ინდივიდუალური და პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება. სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ინიცირება, რომელიც გუნდური ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს; თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა; 
  • მაღაზიებისათვის საჭირო ახალი თანამშრომლების შერჩევისა   და გადამზადების პროცესის მონიტორინგი და სოციალიზაციის უზრუნველყოფა;
  • მაღაზიის თანამშრომელთა  სამუშაო პოტენციალის შეფასება  და მათ განვითარებაზე ზრუნვა, ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა; დასაწინაურებელ კანდიდატთა რეკომენდაცია;
  • მარეგულირებლის მიერ დაწესებული რეგულაციების  შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის და მისი აღსრულების მონიტორინგი.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია რეგიონალური მენეჯერის ან მსხვილი ჰიპერმარკეტის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ნებისმიერი რითეილის მიმართულებით (სასურველია სურსათის);
  • აუცილებელია გუნდის და საოპერაციო პროცესის მართვის გამოცდილება;
  • სასურველია მართვის მოწმობის ქონა;
  • MS Office;


დამატებითი ინფორმაცია:

  • 5 სამუშაო დღე (09:00-18:00);
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სატელეფონო ლიმიტი;
  • კომპანიის ავტომობილი;
  • ავტომობილის საწვავის ლიმიტი;


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას მეილზე:  recruitment14@hh.ge