HH Recruitment(www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- დაქვემდებარებაში არსებული მაღაზიების ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა, მონიტორინგი და რეპორტინგი. ხარჯის ლიმიტების მონიტორინგი და მის მინიმიზაციაზე ზრუნვა.
- მაღაზიაში რეგულარული ვიზიტები მერჩენდაიზინგისა და კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების და საოპერაციო პროცედურების აღსრულების კონტროლის მიზნით.
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან რეგულარული შეხვედრების ჩატარება და შესრულებულ სამუშაოზე უკუკავშირის მიწოდება სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით;
- მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული საჩივრების რეგულარული ანალიზი და პრობლემის მოგვარების გზების ინიცირება;
- ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნისთვის საჭირო პროცესების აღსრულება დადგენილი წესის შესაბამისად;
- საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციის გაწევა მაღაზიის მენეჯერისთვის; თანამშრომელთა ინდივიდუალური და პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება. სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ინიცირება, რომელიც გუნდური ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს; თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
- მაღაზიებისათვის საჭირო ახალი თანამშრომლების შერჩევისა და გადამზადების პროცესის მონიტორინგი და სოციალიზაციის უზრუნველყოფა;
- მაღაზიის თანამშრომელთა სამუშაო პოტენციალის შეფასება და მათ განვითარებაზე ზრუნვა, ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა; დასაწინაურებელ კანდიდატთა რეკომენდაცია;
- მარეგულირებლის მიერ დაწესებული რეგულაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის და მისი აღსრულების მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია რეგიონალური მენეჯერის ან მსხვილი ჰიპერმარკეტის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ნებისმიერი რითეილის მიმართულებით (სასურველია სურსათის);
- აუცილებელია გუნდის და საოპერაციო პროცესის მართვის გამოცდილება;
- სასურველია მართვის მოწმობის ქონა;
- MS Office;
დამატებითი ინფორმაცია:
- 5 სამუშაო დღე (09:00-18:00);
- სამედიცინო დაზღვევა;
- სატელეფონო ლიმიტი;
- კომპანიის ავტომობილი;
- ავტომობილის საწვავის ლიმიტი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას მეილზე: recruitment14@hh.ge