HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ერთ-ერთი მსხვილი სასტუმროსთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტში. (გაითვალისწინეთ, რომ ვაკანსია მოიცავს რელოკაციას, მოგიწევთ იქ ცხოვრება. ონლაინ ან ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი არ განიხილება)
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკის მართვა;
ბუღალტერიის განყოფილების მართვა / ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის ზედამხედველობა-კონტროლი;
კომპანიის საბუღალტრო ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტების მონიტორინგი, მათი საგადასახადო კანონმდებლობასთან და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
თვის დახურვის ოპერაციების კონტროლი / დასრულებული საცდელი ბალანსის მიღება;
ფინანსური რეპორტინგის წარმოება;
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების გაანგარიშება / საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
სხვა საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად პროცესების გამართვა და რეგულარული ანგარიშგებების დროული მომზადება (სტატისტიკა, საპენსიო ფონდი და ა.შ.);
შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურისა და გარე აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციითა და დოკუმენტაციით უზრუნველყოფა;
მასალების აღრიცხვა (მიღება, გადაადგილება, ჩამოწერა) / პერიოდულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობის მიღება
ძირითადი მოთხოვნები:
ბაკალავრის ხარისხი;
3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;