გამშვები პუნქტის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი დრაი პორტი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საბაჟო
თბილისი დრაი პორტი აცხადებს ვაკანსიას გამშვები პუნქტის ოპერატორის პოზიციაზე

თბილისი დრაი პორტი არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2025 წლის იანვარში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისის ტერმინალში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადახვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის
თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.
თბილისი დრაი პორტის გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანტურ პოზიციებს.

პოზიციის შესახებ: საკონტეინერო ტერმინალის გამშვები პუნქტის ოპერატორის ძირითადი უფლება-მოვალეობები შემდეგია და არა მხოლოდ: ნორმატიულ აქტების, დებულებების, ინსტრუქციების, სხვა სახელმძღვანელო მასალებისა და დოკუმენტების ცოდნა, რომლებიც არეგულირებს გამშვებ რეჟიმს ორგანიზაციაში; ნორმატიულ აქტების, დებულებების, ინსტრუქციების, სხვა სახელმძღვანელო მასალებისა და დოკუმენტების ცოდნა,, რომლებიც არეგულირებს ტვირთების გადაადგილებას საბაჟო ტერიტორიის შიგნით;

დეპარტამენტის შესახებ:
გამშვები პუნქტის ოპერატორი ექვემდებარება ტერმინალის ცვლის უფროსს, მჭიდროდ თანამშრომლობს საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორთან, საწყობის ოპერატორთან.

გამოცდილება და უნარები:
  • უმაღლესი ან სპეციალური განათლება
  • MS Office-ის ცოდნა;
  • საბაჟოს კომპიუტერულ პროგრამების (ASYCUDA world); შემოსავლების სამსახურის ელ. ვებ გვერდზე (rs.ge) ჩანართი ფორმა 222 და რკინიგზის აღრიცხვის მოწმობის ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (სალაპარაკო და წერითი);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულება;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შეასრულოს იმ ნორმატიული აქტების, დებულებების, ინსტრუქციების, სხვა სახელმძღვანელო მასალებისა და დოკუმენტების მოთხოვნები, რომლებიც არეგულირებს საბაჟო საწყობში კონტეინერებისა და ტვირთის გაშვება-შემოსვლის რეჟიმს;
  • შეასრულოს იმ ნორმატიული აქტების, დებულებების, ინსტრუქციების, სხვა სახელმძღვანელო მასალებისა და დოკუმენტების მოთხოვნები, რომლებიც არეგულირებს ტვირთების გადაადგილებას საბაჟო ტერიტორიის შიგნით;
  • დაიცვას საშვების გაცემის წესები და მოთხოვნები;
  • დაიცვას საბუთებისა და დაბრუნებული საშვების შენახვისა და აღრიცხვის წესები;
  • გააფორმოს და გასცეს დროებითი საშვი სატრანსპორტო საშუალებებზე (საწყობში ტვირთის/კონტეინერის განსათავსებლად ან საწყობიდან გასატანად) დადგენილი წესების შესაბამისად;
  • შეამოწმოს განაცხადში მითითებული საკონტეინერო ტერმინალიდან გასატანი ტვირთის/ კონტეინერის სრული შესაბამისობა სატრანსპორტო საშუალებაზე ფაქტიურად დატვირთულ ტვირთთან/კონტეინერთან;
  • შეამოწმოს კონტეინერის ტექნიკური მდგომარეობა, პლომბების შესაბამისობა საწყობში კონტეინერის მიღებისა და საწყობიდან კონტეინერის გაცემის დროს;
  • დაუყოვნებლივ აცნობოს საკონტეინერო ტერმინალის და საწყობის მენეჯერს , ცვლის უფროსს, კონტეინერის, პლომბების დაზიანების/შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, დამკვეთთან შესაბამისი აქტის შედგენის მიზნით;
  • შეამოწმოს გაცემული საშვები ტერმინალიდან ტვირთის/კონტეინერის გაცემაზე, დადგენილი წესების შესაბამისად;
  • დაარეგისტრიროს ვიზიტორების, სატრანსპორტო საშუალებების შესაბამის პროგრამაში, საქართველოს კანონმდებლობის, კერძოს საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მოთხოვნების, წესების, ინსტრუქციების მიხედვით.
  • დაარეგისტრიროს ტერმინალზე შემომავალი და გამავალი ტვირთები საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამკიცების თაობაზე, წესების მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე mariam.kiladze@tbilisidryport.com . გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება
თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 21 დეკემბერი
წარმატებას გისურვებთ!