სამეურნეო-ტექნიკური მენეჯერი
2xP PRIORITY IK Consulting
თარიღები: 21 ნოე - 30 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2500
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკა ლოჯისტიკის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: ikconsultinggeo@gmail.com
საკონსულტაციო კომპანია „IK კონსალტინგი“, პარტნიორი კომპანიისთვის, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სამეურნეო-ტექნიკური მენეჯერი.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სფერო: სავაჭრო ცენტრი
ხელფასი: ხელზე ასაღები 2500 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2024

სამეურნეო-ტექნიკური მენეჯერი უზრუნველყოფს სავაჭრო ცენტრის შენობა-ნაგებობების მოვლას, კომუნიკაციების, განათების, ელექტრო სისტემების, გათბობისა და სავენტილაციო, წყლისა და საკანალიზაციო სისტემების, ლიფტებისა და ექსკალატორების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურების ჩატარებას და პროცესში ჩართულობას.  აკონტროლებს სისუფთავისა და სანიტარული მდგომარეობის დაცვით აქტივობებს. ახორციელებს სავაჭრო ცენტრის პარკინგის თანამშრომელთა მონიტორინგს და პარკინგის გამართულ ფუნქციონირებას.

პოზიციის ძირითადი სამუშაო ფუნქციები:
სავაჭრო ცენტრი:
  • სავაჭრო ცენტრის მოიჯარეების საოპერაციო და ლოგისტიკური საკითხების დაგეგმარება და შესრულების კონტროლი; 
  • სავაჭრო-ცენტრში არსებული ობიექტების  სრული შესწავლა, ინფორმაციის მუდმივი განახლება;
  • გეგმიური შემოვლები სავაჭრო-ცენტრის  ტექნიკური მდგომარეობის ადგილზე შემოწმების მიზნით:
  • მიმდინარე  სამშენებლო/სარემონტო/სარეკონსტრუქციო პროექტების დაგეგმარება, კოორდინაცია, პროექტში ჩართულ მხარეებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, მოლაპარაკებების წარმოება, ვადების, ხარისხისა და ხარჯების კონტროლი.  პროცესის რეპორტინგი მენეჯმენტთან;
  • გაყიდვების დეპარტამენტთან დაკავშირებული სარემონტო, შესაკეთებელი და სხვა შიდა პროცესების კოორდინირება გარე ვენდორებთან; 
  • საჭიროების შემთხვევაში, მიმდინარე სარემონტო და შესაკეთებელი სამუშაოების პროცესის კომუნიკაცია სავაჭრო ცენტრის მოიჯარეებთან;
  • ლოგისტიკური, საოპერაციო  ხარჯების (კომუნალურები, შენობის მოვლა და ა.შ)  ბიუჯეტირება მოიჯარის და გაყიდვების წარმომადგენლების მოთხოვნით; 
  • ადმინისტრაციის დეპარტამენტის სრული მხარდაჭერა სხვადასხვა ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით;
  • ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან დაკავშირებული საოპერაციო/ლოგისტიკური რისკების იდენტიფიკაცია და მართვა, რეპორტინგის სისტემის წარმოება;
  • კომპანიის პროექტებთან დაკავშირებული ყველა საოპერაციო საკითხის უზრუნველყოფა. 

პარკინგი:
  • პარკინგის თანამშრომლების სრული კონტროლი, მითითებების მიცემა და მონიტორინგი;
  • პარკინგზე ინკასაცია და ფულის ბანკში შეტანა; ჯიხურის და აპარატის ნავაჭრების ანგარიშგება ცვლების მიხედვით; 
  • პარკინგზე აპარატების თუ შლაგბაუმების პრობლემების დადგენა;
  • მომსახურე კომპანიის თანამშრომლებთან ურთიერთობა როგორც სისტემურ, ისე სხვა ნებისმიერ საკითხზე;
  • შეკეთების პროცესში ხელოსნების/პროგრამისტების კონტროლი და შესრულებული სამუშაოების შეფასება;
  • მოიჯარეებისთვის პარკინგის ბარათების გაცემა/დაბრუნება;
  • პროგრამაში პარკინგის ბარათების კონტროლი, შეყვანა, შესაბამისი შეღავათის მინიჭება, გათიშვა, გააქტიურება, თითოეული ბარათისთვის ინდივიდუალურად;
  • პარკინგის ბარათების რეპორტის წარმოება ყოველთვიურად.

პოზიციისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი - მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე:
ikconsultinggeo@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ IK კონსალტინგისთვის თქვენს მიერ გადაცემული რეზიუმე გამოყენება მხოლოდ რეკრუტინგული პროცესებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.
წარმატებას გისურვებთ!