საკონსულტაციო კომპანია „IK კონსალტინგი“, პარტნიორი კომპანიისთვის, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სამეურნეო-ტექნიკური მენეჯერი.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სფერო: სავაჭრო ცენტრი
ხელფასი: ხელზე ასაღები 2500 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2024
სამეურნეო-ტექნიკური მენეჯერი უზრუნველყოფს სავაჭრო ცენტრის შენობა-ნაგებობების მოვლას, კომუნიკაციების, განათების, ელექტრო სისტემების, გათბობისა და სავენტილაციო, წყლისა და საკანალიზაციო სისტემების, ლიფტებისა და ექსკალატორების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურების ჩატარებას და პროცესში ჩართულობას. აკონტროლებს სისუფთავისა და სანიტარული მდგომარეობის დაცვით აქტივობებს. ახორციელებს სავაჭრო ცენტრის პარკინგის თანამშრომელთა მონიტორინგს და პარკინგის გამართულ ფუნქციონირებას.
პოზიციის ძირითადი სამუშაო ფუნქციები:
სავაჭრო ცენტრი:
- სავაჭრო ცენტრის მოიჯარეების საოპერაციო და ლოგისტიკური საკითხების დაგეგმარება და შესრულების კონტროლი;
- სავაჭრო-ცენტრში არსებული ობიექტების სრული შესწავლა, ინფორმაციის მუდმივი განახლება;
- გეგმიური შემოვლები სავაჭრო-ცენტრის ტექნიკური მდგომარეობის ადგილზე შემოწმების მიზნით:
- მიმდინარე სამშენებლო/სარემონტო/სარეკონსტრუქციო პროექტების დაგეგმარება, კოორდინაცია, პროექტში ჩართულ მხარეებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, მოლაპარაკებების წარმოება, ვადების, ხარისხისა და ხარჯების კონტროლი. პროცესის რეპორტინგი მენეჯმენტთან;
- გაყიდვების დეპარტამენტთან დაკავშირებული სარემონტო, შესაკეთებელი და სხვა შიდა პროცესების კოორდინირება გარე ვენდორებთან;
- საჭიროების შემთხვევაში, მიმდინარე სარემონტო და შესაკეთებელი სამუშაოების პროცესის კომუნიკაცია სავაჭრო ცენტრის მოიჯარეებთან;
- ლოგისტიკური, საოპერაციო ხარჯების (კომუნალურები, შენობის მოვლა და ა.შ) ბიუჯეტირება მოიჯარის და გაყიდვების წარმომადგენლების მოთხოვნით;
- ადმინისტრაციის დეპარტამენტის სრული მხარდაჭერა სხვადასხვა ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით;
- ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან დაკავშირებული საოპერაციო/ლოგისტიკური რისკების იდენტიფიკაცია და მართვა, რეპორტინგის სისტემის წარმოება;
- კომპანიის პროექტებთან დაკავშირებული ყველა საოპერაციო საკითხის უზრუნველყოფა.
პარკინგი:
- პარკინგის თანამშრომლების სრული კონტროლი, მითითებების მიცემა და მონიტორინგი;
- პარკინგზე ინკასაცია და ფულის ბანკში შეტანა; ჯიხურის და აპარატის ნავაჭრების ანგარიშგება ცვლების მიხედვით;
- პარკინგზე აპარატების თუ შლაგბაუმების პრობლემების დადგენა;
- მომსახურე კომპანიის თანამშრომლებთან ურთიერთობა როგორც სისტემურ, ისე სხვა ნებისმიერ საკითხზე;
- შეკეთების პროცესში ხელოსნების/პროგრამისტების კონტროლი და შესრულებული სამუშაოების შეფასება;
- მოიჯარეებისთვის პარკინგის ბარათების გაცემა/დაბრუნება;
- პროგრამაში პარკინგის ბარათების კონტროლი, შეყვანა, შესაბამისი შეღავათის მინიჭება, გათიშვა, გააქტიურება, თითოეული ბარათისთვის ინდივიდუალურად;
- პარკინგის ბარათების რეპორტის წარმოება ყოველთვიურად.
პოზიციისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი - მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე:
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ IK კონსალტინგისთვის თქვენს მიერ გადაცემული რეზიუმე გამოყენება მხოლოდ რეკრუტინგული პროცესებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.
წარმატებას გისურვებთ!