ფარმაცევტული კომპანია „SAF FARMA” აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში.
ძირითადი მოვალეობები: - სამედიცინო დაწესებულებებში ექიმებთან და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება.
- სამიზნე აუდიტორიისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა, დანერგვა და დასახული გეგმის შესრულება.
- კომპანიის მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა.
- შესრულებული სამუშაოს ანალიზი.
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (სასურველია სამედინო ან ფარმაცევტული მიმართულებით);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- აკადემიურად მეტყველების და ეფექტური კომუნიკაციის უნარების ფლობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- კომპანიის პროდუქციის და მისი კონკურენტების სრულყოფილი შესწავლა და გაყიდვების ოპტიმიზაცია.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
კომპანიის შეთავაზება: - პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობა;
- ხელფასის კონკურენტული დონე, რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალურად, გასაუბრების საფუძველზე;
- საბონუსე სისტემა
- სამედიცინო დაზღვევა;
- სამგზავრო თანხების ანაზღაურება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: saf.farma@yahoo.com სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ რეგიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.