საწყობის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი მეპერსი
მივლინება: არა ხელფასი: 1300
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
“მეპერსი“ გახლავთ წამყვანი და მზარდი საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში.
ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, მონტაჟს, გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებასა და ქარხნულ გარანტიას.

დაკავებული თანამდებობა:   საწყობის მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობში საქონლის და მატერიალური ფასეულობების მიღების,
  • შენახვისა და გაცემის სამუშაოების ხელმძღვანელობა, საწყობში მათი რაციონალური განთავსება,
  • საჭირო მასალების მოძიება და გაცემის პროცედურის გამარტივება და დაჩქარება;
  • საქონლის და  მატერიალური  ფასეულობების მარაგების კონტროლი; 
  • დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმება.
  • საქონლის, მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების  შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა; 
  • სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება -  სასურველია 2 წელი;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
  • საწყობის აღრიცხვის და  ძირითადი საშუალებეის  აღიცხვის  სპეციალური  პროგრამის  ცოდნა.

სამუშაო საათები - 9.00-18.00
ხელფასი - 1300   ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: g.valevich@meppers.com   
 ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს WEB-გვერდს :www.meppers.com