“მეპერსი“ გახლავთ წამყვანი და მზარდი საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში.
ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, მონტაჟს, გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებასა და ქარხნულ გარანტიას.
დაკავებული თანამდებობა: საწყობის მენეჯერი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში საქონლის და მატერიალური ფასეულობების მიღების,
- შენახვისა და გაცემის სამუშაოების ხელმძღვანელობა, საწყობში მათი რაციონალური განთავსება,
- საჭირო მასალების მოძიება და გაცემის პროცედურის გამარტივება და დაჩქარება;
- საქონლის და მატერიალური ფასეულობების მარაგების კონტროლი;
- დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმება.
- საქონლის, მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
- სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება - სასურველია 2 წელი;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
- საწყობის აღრიცხვის და ძირითადი საშუალებეის აღიცხვის სპეციალური პროგრამის ცოდნა.
სამუშაო საათები - 9.00-18.00
ხელფასი - 1300 ლარი