მიმართულების ვაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი ნოვა
მივლინება: არა
გაყიდვები: სუპერვაიზერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია „ნოვა“ (www.NOVA.ge  ) აცხადებს ვაკანსიას „მიმართულების ვაიზერის“ პოზიციაზე თბილისში. 

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი მოვალეობები:
  • კლიენტებისთვის მათზე მორგებული შეთავაზების ფორმირება, სწორი პროდუქტებითა და პირობებით;
  • სრულ ინფორმაციის ფლობა ასორტიმენტის შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების მიღება და დამუშავება;
  • ბაზარზე არსებული კონკურენტების პროდუქციის ფასების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
  • ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს;
  • მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება (შესაძლებლობების ფარგლებში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • დიდი მოცულობის ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office) მაღალ დონეზე;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ლიდერული თვისებები;
  • ანალიტიკური უნარები;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი - სრული;
ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 20 დეკემბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „მიმართულების ვაიზერი“
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.