ბუღალტერი/მთავარი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი), მთავარი ბუღალტერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას, განვიხილავთ როგორც  ბუღალტრის ასევე მთავარი ბუღალტრის  კანდიდატურას. 
სამუშაო გრაფიკი - სრული: დისტანციურად მუშაობა არ განიხილება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა; ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებულად MS Excel-ის
  • საბუღალტრო პროგრამა FINA ს. ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების პროგრამული   აღრიცხვა
  • წარმოების პროცესში გამოყენებული ნედლეულის პროგრამული   აღრიცხვა
  • წარმოების სხვადასხვა ეტაპზე წარმოებული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა;
  • წარმოებული მზა პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა;
  • წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული წუნდებული პროდუქციისა და სხვა  დანაკარგების აღრიცხვა;
  • წარმოების პროცესის დაკვირვება და კალკულაციებში  უზუსტობების, გადახრების იდენტიფიკაცია
  • საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
  • ნაშთების კონტროლი (ბუღალტრული და ფაქტიურის შედარება);
  • თვითღირებულებების ანალიზი და კონტროლი;

ობიექტი მდებარეობს ქიზიყის ქუჩაზე (აფრიკის დასახლება ) 
დაინტერესების შემთხვევაში   გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე  პოზიციის მითითებით, შემდეგ ელფოსტაზე:  cristaltd9@gmail.com  

ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად კანდიდატთან შეთანხმების საფუძველზე.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას კომპანიის დაფინანსებით;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.