შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ოზურგეთი, მცხეთა, რუსთავი, თელავი, მარნეული, ქუთაისი.
ვაკანსიაზე შეუძლიათ მოგვმართონ როგორც გამოცდილმა, ისე დამწყებმა სპეციალისტებმა.
კომპანია თავად უზრუნველყოფს პოზიციის შესაბამისი სწავლების კურსს.
ხელზე ასაღები ფიქსირებული ხელფასი, გამომუშავებული ბონუსის ჩათვლით, თვეში საშუალოდ 2000 - 2500 ლარი.
მოთხოვნები:
- ქართული ენის თავისუფლად ფლობა. სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- ოპერაციული სისტემების საბაზისო ცოდნა;
- ქსელის მონტაჟისა და ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციის ცოდნა;
- უკაბელო ქსელის (WI-FI) კონფიგურაცია და ინსტალაცია.
სასურველია:
- ტექნიკური განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი.
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ინჟინერ-ტექნიკოსი და შესაბამისი ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „მაგთიკომის“ მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე- vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება. შპს „მაგთიკომი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.