სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მფლობელის (Product Owner) პოზიციაზე.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
- ციფრული პროექტების დაგეგმვა და მართვა Scrum გუნდთან ერთად;
- მომხმარებლების საჭიროებების ანალიზი და მათზე მორგებული პროდუქტის შექმნა;
- მომხმარებლის გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, ცვლილებების ან ახალი პროდუქტის შექმნის საჭიროების დადგენა;
- პროდუქტის ბექლოგის შექმნა და მართვა, დეველოპმენტის გუნდთან ერთად, ბიზნეს ღირებულებების და კომპანიის სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით;
- პროექტის ამოცანების, მიზნების და მიღებული შედეგების გაზომვის პარამეტრების განსაზღვრა;
- სტეიქჰოლდერებთან ერთად პროდუქტის კონცეფციის დამუშავება;
- პროდუქტის MVP-ს ფორმირება და პროექტის Build, Measure, Learn მიდგომით მართვა;
- შექმნილი პროდუქტის ხარისხის და მომხმარებლის საჭიროებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროდუქტის მომხმარებლებთან და სტეიქჰოლდერებთან წარდგენა;
- ბაზრის ტენდენციების, საუკეთესო გამოცდილების, კონკურენტების მუდმივი შესწავლა და ანალიზი;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
- ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ოპერაციების მენეჯმენტის ან ტექნიკური მიმართულებით);
- აუცილებელია პროექტის მართვის ძირითადი პრინციპების და Agile მეთოდოლოგიის ცოდნა;
- Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (პროდუქტის მფლობელი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 დეკემბერი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/