პროდუქტის მფლობელი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი)
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას  პროდუქტის მფლობელის (Product Owner) პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • ციფრული პროექტების დაგეგმვა და მართვა Scrum გუნდთან ერთად;
  • მომხმარებლების საჭიროებების ანალიზი და მათზე მორგებული პროდუქტის შექმნა; 
  • მომხმარებლის გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, ცვლილებების ან ახალი პროდუქტის შექმნის საჭიროების დადგენა; 
  • პროდუქტის ბექლოგის შექმნა და მართვა, დეველოპმენტის გუნდთან ერთად, ბიზნეს ღირებულებების და კომპანიის სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით;  
  • პროექტის ამოცანების, მიზნების და მიღებული შედეგების გაზომვის პარამეტრების განსაზღვრა; 
  • სტეიქჰოლდერებთან ერთად პროდუქტის კონცეფციის დამუშავება;
  • პროდუქტის MVP-ს ფორმირება და პროექტის Build, Measure, Learn მიდგომით მართვა; 
  • შექმნილი პროდუქტის ხარისხის და მომხმარებლის საჭიროებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; 
  • პროდუქტის მომხმარებლებთან და სტეიქჰოლდერებთან წარდგენა; 
  • ბაზრის ტენდენციების, საუკეთესო გამოცდილების, კონკურენტების მუდმივი შესწავლა და ანალიზი;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ოპერაციების მენეჯმენტის ან ტექნიკური მიმართულებით);
  • აუცილებელია პროექტის მართვის ძირითადი პრინციპების და Agile მეთოდოლოგიის ცოდნა;
  • Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (პროდუქტის მფლობელი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 დეკემბერი. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/