1C ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი G&A GROUP
ენები: რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: 1C სპეციალისტი
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი "ნობათის" გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და "ხინდას" ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP"-ი აცხადებს ვაკანსიას 1C ადმინისტრატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, დემეტრე თავდადებულის 29
სამუშაო განაკვეთი:  სრული

  • ორგანიზაციის ახალი პროცესებისა და მოთხოვნების პროგრამაში ასახვისათვის საჭირო სქემების განხილვა, ოპტიმალური ვარიანტის ჩამოყალიბება და ტესტირება;
  • პროგრამაში საჭირო დავალების, პროცედურისა და ფუნქციის შემუშავება/შექმნა, ტესტირება, გაშვება და შემდგომში მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • პროგრამაში, ორგანიზაციის მოთხოვნების მიხედვით, ცვლილებებისა და სიახლეების განხორციელება, ან/და დამატებითი მოდულების შექმნა-განვითარება;
  • პროგრამის ხარვეზების გამოკვლევა და გასწორება; ვერსიების განახლება;
  • ახალი მოდულების გარჩევა და აწყობა;
  • კომპანიის თვის დახურვის პროცედურაში მონაწილეობა;
  • საჭიროებისამებრ, სისტემის მომხმარებლებისთვის მხარდაჭერა, ტრენინგების ჩატარება, სისტემასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა და ინსტრუქციების მომზადება;
  • სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
  • სისტემის პროვაიდეთან კომუნიკაცია;
  • დისტრიბუციის მოდულის ადმინისტრირება;
  • კომპანიის საფასო პოლიტიკის ადმინისტირება;
  • დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციების შესრულება;        

მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია 1C ERP სისტემის სიღრმისეული, ადმინისტრატორის დონეზე ცოდნა;
  • ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგი ელექტრონულ მისამართზე : hr@gagroup.com.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზხედაც აკეთებთ განაცხადს.