"ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ პროფესიონალური დონის კომპიუტერული გრაფიკის შემსწავლელ სასერტიფიკატო კურსების სრულ პაკეტს!!! ტრენინგები ტარდება ონლაინ რეჟიმში! ► როდესაც საქმე თანამედროვე პროფესიებს ეხება, გრაფიკული დიზაინის სფერო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. კომპანიები ციფრული სამყაროსკენ მიემართებიან. ამ სამყაროში კი მათ ისე არაფერი სჭირდებათ, როგორც დახვეწილი ვიზუალი, რითაც თავს მომხმარებელს წარუდგენენ! პროგრამები - გრაფიკოსებისთვის, დიზაინერებისთვის, არქიტექტორებისთვის, ანიმატორებისთვის და სხვა. 1. სამგანზომილებიანი გრაფიკა და ანიმაცია - 3D Max 2. ფოტოშოპი - Adobe Photoshop 3. ილუსტრატორი - Adobe Illustrator 4. ინდიზაინი - Adobe InDesign 5 ქორელი - Corel DRAW 6. ვიდეომონტაჟი - Adobe Premiere Pro პროგრამები შეისწავლება პროფესიონალურ დონეზე! სალექციოკურსები შემუშავებულია ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალი, საერთაშორისო დონის სერტიფიკატის მქონე, პრაქტიკოსი გრაფიკოს-დიზაინერების მიერ, თანამედროვე მეთოდებზე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით! გაითვალისწინეთ ასევე განსაკუთრებული პირობა: ტრენინგ-კურსის მონაწილეებს გადაეცემათ ყოველი ლექციის შემდეგ ლექციის მსვლელობისას ჩაწერილი ვიდეო გაკვეთილები, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ ახალი მიწოდებული მასალის შესწავლაში და დავალებების შესრულებაში! გთავაზობთ ზემოთ აღნიშნული სასწავლო პროგრამების მოკლე აღწერას: 1. 3D studio Max - სამგანზომილებიანი გრაფიკა და ანიმაცია: მოდელირება, ვიზუალიზაცია, რენდერი: V-RayRender, რთული მოდელირება, ანიმაცია!!! კურსის განმავლობაში ისწავლით დეტალურად 3ds max პროგრამას. გაიგებთ, როგორ უნდა შექმნათ ფოტორეალისტური ინტერიერის დიზაინი. გაეცნობით სწორი პრინციპებით მუშაობას, ტექსტურების, კამერისა და განათების გამოყენებას, სარენდერო ეფექტებს. კურსდამთავრებული შეძლებს: სამგანზომილებიანი ობიექტის მოდელირებას, ტექსტურირებას, ანიმირებასა და ვიზუალიზაციას (რენდერს), ინსტრუმენტების გამოყენების ტექნიკას; ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინის შექმნას; ავეჯის, შენობების, გარემოს და ა.შ. მოდელირებას და ვიზუალიზაციას; 3Dეფექტების გამოყენებას, საინჟინრო და არქიტექტურული ელემენტების შექმნას! კურსის დასრულების შემდეგ თავისუფლად შეძლებთ ინტერიერის რენდერების მომზადებას და მოდელირებას. ეს ყველაფერი დაგეხმარება, რომ დამკვეთს წინასწარ წარუდგინო პროექტი ზუსტად ისეთი ვიზუალით, როგორიც ეს საბოლოო ინტერიერის შემთხვევაში იქნება. I დონე - მოდელირება კურსის ხანგრძლივობა: 10 ლექცია, ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად - 700 ლარი. 2 -3 კაციან ჯგუფში : 650 ლარი. II დონე - ვიზუალიზაცია, რენდერი - Vray Render კურსის ხანგრძლივობა: 10 ლექცია, ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ. ჯგუფში: 1.30წთ. კურისის ღირებულება ინდივიდუალურად: 750 ლარი. 2 -3 კაციან ჯგუფში : 700 ლარი. III დონე - რთული მოდელირება კურსის ხანგრძლივობა: 10 ლექცია, ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ. ჯგუფში: 1.30წთ. კურისის ღირებულება ინდივიდუალურად: 800 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში : 750 ლარი. IV დონე - ანიმაცია კურსის ხანგრძლივობა: 10 ლექცია, ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ. ჯგუფში: 1.30წთ. კურისის ღირებულება: ინდივიდუალურად: 850 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში : 800 ლარი. ფოტოშოპი - Adobe Photoshop პროგრამა ფოტოშოპის სწავლა სჭირდებათ გრაფიკოსებს, დიზაინერებს, არქიტექტორებს, ანიმატორებს და სხვ. სასწავლო კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს რასტრული (Adobe Photoshop) გრაფიკული რედაქტორის მუშაობის პრინციპები: ობიექტების შექმნა, დამუშავება, ტექსტთან მუშაობა, მისი სტილიზაციის მეთოდები, გამოსახულების დამუშავების პრინციპები: აღდგენა, კორექცია, დეფექტებისა, ცდომილებების მოშორება, კონტრასტების და ტონირების რედაქტირება, გრაფიკული რედაქტორების ძირითადი ელემენტების: შრეების, არხების, ნიღბების, ფილტრების დანიშნულება და მათი მუშაობის პრინციპები. გიფ-ანიმაციიები.
კურსდამთავრებული შეძლებს: ბუკლეტების, ფლაერების, პლაკატების, სავიზიტო ბარათების, სხვა პოლიგრაფიული ნამუშევრების დიზაინის შემუშავებასა და ბეჭდვისათვის მომზადებას რასტრული (Adobe Photoshop) გრაფიკული რედაქტორის საშუალებით. კურსის ხანგრძლივობა - 10 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში:1.30წთ. კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად: 700 ლარი. 2 - 3 კაციან ჯგუფში: 650 ლარი - ერთი მსმენელისთვის. 2. ილუსტრატორი - Adobe Illustrator Adobe Illustrator არის პროგრამა, რომელიც გამოიყენება ილუსტრაციების, სქემების, გრაფილის, ლოგოების, დიაგრამების, ფლაერების, ბუკლეტების, სურათების კარიკატურების და რეკლამების შესაქმნელად. ასევე იგი გამოიყენება გამომცემლობაში. ა. პროგრამა Adobe Illustrator-ის ინტერფეისის გაცნობა: - ინსტრუმენტების მთავარი პანელის და მენიუს ზოლის განხილვა,
- დოკუმენტის შექმნა და შენახვა. Artboards-თან მუშაობა,
ბ. ვექტორული ობიექტების შექმნა: - ობიექტების შრეებთან მუშაობა. შრეების შეერთება,
- ობიექტის ტრანსფორმირება.
გ. სამუშაო ინსტრუმენტები და მათი პარამეტრები: Eraser, Scissors, Knife, Rectangle, Pen Tool (კალამი), Line Segment, Brush (ფუნჯი), Blob Brush. დ. ობიექტებზე ოპერირება Pathfinder პალიტრის განხილვა, ფიგურების განთავსება, Align პალიტრის განხილვა. ე. ტექსტთან მუშაობა. კონტურების პარამეტრები, ვ. ფიგურების გადადინება Blend Tool, ზ. ფორმების ცვლილება Reshape ინსტრუმენტით, თ. გრადიენტის, ნიღბების და ეფექტების გამოყენება. ი. 3D ფიგურების შექმნა (Revolve). კ. სიმბოლოების ბიბლიოთეკა და მათი დამატება. კ. ფერთა რეჟიმები CMYK და RGB. მ. დოკუმენტის ექსპორტირება Adobe Photoshop-ში და InDesign-ში. ნ. ფაილის დასაბეჭდად მომზადება. ო. დოკუმენტის შენახვა .PDF და .EPS ფორმატში. კურსის ხანგრძლივობა - 10 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში:1.30წთ. კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად: 750 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში: 700 ლარი - ერთი მსმენელისთვის. 3. ინდიზაინი - Adobe InDesign Adobe InDesign არის პროგრამა, რომელიც საგამომცემლო სისტემაში გამოიყენება. ფერთან და გრაფიკასთან მუშაობის გარდა, ასევე აქვს შესანიშნავი ტექსტთან მუშაობის ინსტრუმენტები და ვიზუალური ეფექტები. კურსი განკუთვნილია რედაქტორებისთვის, დიზაინერებისთვის, ელექტრონული დოკუმენტების შექმნისათვის. კურსის შინაარსი: - ინდიზაინის შესავალი სახე;
- ახალი დოკუმენტის შექმნა;
- პუბლიკაციის მაკეტის ორგანიზება;
- სიმბოლოების და აბზაცების ფორმატირება;
- ტექსტთან მუშაობის რეჟიმები;
- სტანდარტული ფიგურების და კონტურის შექმნა;
- ობიექტების და ტექსტის განლაგება და მათი ტრანსფორმაციის რეჟიმები;
- გრაფიკული ფაილების ფორმატები;
- გვერდი ოსტატი (Master);
- ეფექტები;
- სტილებთან მუშაობა;
- ცხრილების შექმნა;
- დაკავშირებული ფაილები;
- მრავალგვერდიანი პუბლიკაციების ელემენტები;
- ფერის გამოსახულების მართვა;
- დოკუმენტის დასაბეჭდად მომზადება.
კურსის ხანგრძლივობა -10 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში:1.30წთ. კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად: 750 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში: 700 ლარი - ერთი მსმენელისთვის. 4. ქორელი - Corel DRAW X6/ X7 პროგრამა - ქორელის შესწავლა სჭირდებათ გრაფიკოსებს, დიზაინერებს, ასევე გამოიყენება აქტიურად პოლიგრაფიულ სფეროში! სასწავლო კუსის მიზანია, რომ მსმენელები სრულყოფილად დაეუფლონ ვექტორულ ობიექტებთან მუშაობის სპეციფიკას, შეძლონ ობიექტების შექმნა, ტრანსფორმირება და დამუშავება, ტექსტთან მუშაობა და მისი სტილიზაციის მეთოდები; გრაფიკული რედაქტორების ძირითადი ელემენტების: შრეების, არხების, ნიღბებისა და ფილტრების დანიშნულება და მათი მუშაობის პრინციპები; ბუკლეტების, ფლაერების, პლაკატების, სარეკლამო ბანერების, სავიზიტო ბარათების, სხვა პოლიგრაფიული ნამუშევრების დიზაინის შემუშავება და ბეჭდვისათვის მომზადება. კურსის ხანგრძლივობა -10 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში:1.30წთ. კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად 750 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში: 700 ლარი - ერთი მსმენელისთვის 5. ვიდეომონტაჟი - Adobe Premiere Pro Adobe Premiere CC - არის პროფესიონალური დონის ვიდეოსამონტაჟო პროგრამა. კურსი გათვლილია; როგორც მთლად ნულიდან დამწყებთათვის, ასევე ვისაც ზოგადად უკვე ჰქონია შეხება მასთან. მასში დაწვრილებით გავივლით პროგრამის ინტერფეისს, განვიხილავთ თითქმის ყველა ფანჯრის ფუნქციებს და შესაძლებლობებს, შემდეგ თანმიმდევრობით გავივლით მუშობის ყველა სტადიას დაწყებული ფაილების იმპორტით და პროექტის ორგანიზაციით მზა კლიპის ექსპორტირებისთვის. ასევე გავივლით ინსტრუმენტებს, ხმასთან მუშობას, გრაფიკას, ანიმაციების შექმნას, ფერების კორექტირებას, ტიტრებთან მუშობას. კურსდამთავრებული შეძლებს: Adobe Premiere Pro - პროგრამის გამოყენებით: ციფრული ტექნოლოგიებით გადაღებული ვიდეო-მასალის მონტაჟს, არჩეული კადრების რედაქტირებას, ეფექტებით ფილტრაციას, აუდიო ბილიკების რეგულირებას, ტონალობების ზედაპირულ შესწორებას, გასუფთავებას, ხმის, გამოსახულების სინქრონიზაციას; გახმოვანებას და მხატვრულ გაფორმებას ეფექტების გამოყენებით! სასწავლო კურსის შინაარსი: Adobe Premiere Pro -სამუშაო სივრცის განხილვა: ინტერფეისის ძირითადი ელემენტები და მართვა; პროგრამის მენიუს პუნქტებისა და ინსტრუმენტები სპანელი. პროექტის ფანჯარა PROJECT; რძანებათა მენიუ WINDOW ;კომპოზიციის ფანჯარა MONITOR; დროის შკალის ფანჯარა TIMELINE; ახალი პროექტის არამეტრების შექმნა; ვიდეო და აუდიო მასალის იმპორტირება; სამონტაჟო არეში მასალის განთავსება და მოწყობა; კლიპის ხანგრძლივობის და სიჩქარის შეცვლა; კლიპის საკვანძო ადგილებთან მუშაობა; კლიპების ურთიერთ გადასვლის ეფექტები; სტოპკადრი. შენალებული კადრი, აჩქარებული კადრი, შემოტრიალებული კადრი; კლიპების რედაქტირება; ვიდეო რგოლზე ეფექტების დამატება; სპეცეფექტების კლასიფიკაცია; სპეცეფექტების დამატება; EFFECT CONTROL ის ფანჯარაში დინამიკურ ეფექტებთან მუშაობა; გამჭვირვალე ეფექტის შექმნა; გადასვლის ეფექტებთან მუშაობა; ფერების სწრაფი კორექცია; ნიღბების შექმნა და მართვა; აუდიო მონტაჟი; აუდიომიქსერი; ხმისა და ვიდეო კლიპის განცალკევება; ხმის ჩაწერა და რეგულირება; ხმის ეფექტები. ტიტრების შექმნა TITLE DESINGER ფანჯრის პარამეტრები; ტიტრების შაბლონების გამოყენება. მორბენალი ტიტრების შექმნა; ტიტრების სტილების შექმნა და შენახვა; ფილმების ექსპროტი; ფილმის ცალკეული ელემენტების ექსპორტი; ფილმის მონტაჟიტიტრების, აუდიო და ვიდეო ეფექტების ამოყენებით. კურსის ხანგრძლივობა – 10 ლექცია ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად - 1სთ. ჯგუფში - 1.30წთ. ღირებულება: ინდივიდუალურად –750 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში - 700 ლარი აღნიშნული ტრენინგ-კურსების დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი! წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დამსაქმებელთან! მოგეხსენებათ, ინტელექტ ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ, თუ უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ინტელექტ ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციებისგან სტაჟიორის ან კადრის მოთხოვნისთანავე მოხდება ჩვენი კურსდამთავრებულების მონაცემების გაგზავნა. გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება! „ინტელექტ ცენტრში“ ყველა პირობა აშექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად! თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს მრავალწლიან წლიან სამუშაო გამოცდილებას! შპს "ინტელექტ ცენტრი" ტელ: +995 595 05 01 54, +995 593 61 45 52, +995 577 46 48 62 - ინტელექტ ცენტრის ადმინისტრაცია. ვებ გვერდი: http://www.intelc.ge ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts