დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი კომპანიისთვის, რომელიც სტუმართმასპინძლობის სფეროში ოპერირებს.
სამუშაო აღწერილობა:
- საერთაშორისო ბაზრებზე ახალი კლიენტების მოძიება
- საექსპორტო გაყიდვების გეგმის შედგენა
- მარკეტინგის გუნდთან ერთად ექსპორტზე ბრენდის განვითარებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა განხორციელება
- არსებულ საექსპორტო ბაზრებზე ღვინის განვითარების ტენდენციების შესწავლა, და იმპლემენტაცია
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და შეკვეთის მიღება
- შეკვეთების სრული ციკლის მონიტორინგი
- შიდა და გარე ბაზრებზე დეგუსტაციებისა და სხვა აქტივობების ინიცირება პარტნიორების მოზიდვის და გაყიდვების ზრდისთვის
- პოტენციურ პარტნიორთათვის პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა
- ექსპორტის მიმართულებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა
- შეკვეთების დამუშავება და მათ გადაზიდვასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება და კონტროლი
- გაყიდვების შესახებ ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელთან
- საექსპორტო ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
- გაყიდვებისა და მარკეტინგული გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება/გამოფენაში მონაწილეობის მიღება.
- ექსპორტის ზრდისკენ მიმართულებით დამატებით ფუნქციების შესრულება, რაც დაგეგმილი შედეგების მისაღწევად არის საჭირო.
- ადგილობრივი ბაზრის მართვა და მონიტორინგი
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- 2-3-წლიანი მუშაობის გამოცდილება ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე
- მნიშვნელოვნია გამოცდილება მეღვინეობის ინდუსტრიაში
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV გამოხმაურების ღილაკის მეშვეობით.
გისურვებთ წარმატებებს!