დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში, ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს სამშენებლო/დეველოპერული მიმართულებით.
სამუშაო აღწერილობა:
- კადრების მოძიება და შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა;
- ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის მართვა/მონიტორინგი;
- თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნას კომპანიაში არსებული სტანდარტების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება;
- თანამშრომელთა განვითარების, ჩართულობის, მათი შენარჩუნებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით აქტივობების დაგეგმვა;
- თანამშრომელთა დასწრების მართვა და კონტროლი;
- შვებულებების გეგმა-გრაფიკის შედგენა, ავადმყოფობის, სხვა საპატიო ან არასაპატიო მიზეზის გამო სამსახურის გაცდენის ფაქტების აღრიცხვიანობა;
- შვებულებების, დანიშვნა/გათავისუფლებისა და სხვა ბრძანებების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
- 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR მენეჯერის/HR ჯენერალისტის/HR სპეციალისტის პოზიციაზე, სასურველია სამშენებლო/დეველოპერული მიმართულებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV გამოხმაურების ღილაკის მეშვეობით.
გისურვებთ წარმატებებს!