ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
2xP PRIORITY HH Recruitment
თარიღები: 20 ნოე - 28 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული
ადამიანური რესურსები:  HR მენეჯერი HR სპეციალისტი HR აუდიტორი HR ბრენდინგის სპეციალისტი HR პოლიტიკისა და პროცედურების სპეციალისტი HR ანალიტიკოსი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში, ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს სამშენებლო/დეველოპერული მიმართულებით.


სამუშაო აღწერილობა:

  • კადრების მოძიება და შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა;
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის მართვა/მონიტორინგი;
  • თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნას კომპანიაში არსებული სტანდარტების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება;
  • თანამშრომელთა განვითარების, ჩართულობის, მათი შენარჩუნებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით აქტივობების დაგეგმვა;
  • თანამშრომელთა დასწრების მართვა და კონტროლი;
  • შვებულებების გეგმა-გრაფიკის შედგენა, ავადმყოფობის, სხვა საპატიო ან არასაპატიო მიზეზის გამო სამსახურის გაცდენის ფაქტების აღრიცხვიანობა;
  • შვებულებების, დანიშვნა/გათავისუფლებისა და სხვა ბრძანებების მომზადება.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR მენეჯერის/HR ჯენერალისტის/HR სპეციალისტის პოზიციაზე, სასურველია სამშენებლო/დეველოპერული მიმართულებით.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV გამოხმაურების ღილაკის მეშვეობით.

გისურვებთ წარმატებებს!