სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ი აცხადებს ვაკანსიას პითონის დეველოპერის (Python Web Developer) პოზიციაზე.
ვაკანსია განკუთვნილია შესაბამისი პროფესიული განათლების მქონე პირებისთვის, რომელთაც დაგროვილი აქვთ საკმარისი გამოცდილება. შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ვებ-პროექტების განვითარების პროცესში და იმუშაონ გამოცდილ ჯგუფთან ერთად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პითონის (Python) პროგრამირების ენის საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება
- Django და Django REST Framework ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა
- ვებ-ტექნოლოგიების ცოდნა, მათ შორის HTML5, CSS3, JavaScript და jQuery
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (PostgreSQL, Microsoft SQL Server)
- ვერსიის კონტროლის სისტემების ცოდნა (Git)
- სასურველია Docker და Kubernetes-ის ცოდნა
- უპირატესობად ჩაითვლება - Odoo framework- ის გამოცდილება
- სასურველია Unit Test-ის წერის გამოცდილება
- აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
სხვა მოთხოვნები:
- შედეგებზე ორიენტირებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სრულყოფილი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე;
- უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერების ან მათემატიკის განხრით ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 04.12.2022 წ.-სა.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ,,პითონის დეველოპერი".