უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია Real Palace Development სამშენებლო სფეროში 2011 წლიდან მოღვაწეობს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 12-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.
Real Palace აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 10:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500₾ + თითოეული გაყიდული ბინიდან ბონუსი!
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
Real Palace აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 10:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500₾ + თითოეული გაყიდული ბინიდან ბონუსი!
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ძირითადი მოვალეობები:
- დაინტერესებულ/პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
- მომხმარებელთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
- ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქტების ფასების კვლევა/ანალიზი;
- პოტენციური და არსებული მომხმარებლების ბაზების წარმოება;
- მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
- მომხმარებელთა ბაზაზე მუშაობა;
- ყოველთვიური დასახული გეგმის შესრულება;
- გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა;
- გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
- ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (ყველა სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- CRM - ში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@realpalace.ge