სამშენებლო კომპანია შპს „CONSTRUCTION SERVICE “აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: მაღალი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
სამუშაო ადგილი: რუსთავი
ძირითადი მოვალეობები:- HR პოლიტიკის/სტრატეგიის განსაზღვრა;
- თანამშრომელთა შერჩევა/დაქირავების პროცესის სრულად მართვა (რეკრუტინგი)
- მონაცემთა ბაზის მუდმივ რეჟიმში განახლება (თანამშრომელთა რეგისტრაცია, დანიშვნა, დაწინაურება, დაქვეითება, ხელფასის ცვლილება, გათავისუფლება) და შესაბამისი ბრძანებების წარმოება;
- შვებულებების, მივლინებების, გაცდენების და დასწრების აღრიცხვა / კონტროლი;
- HR მიმართულების კვლევებსა და შეფასებებში მონაწილეობის მიღება (მაგ. თანამშრომელთა კმაყოფილება, გამოსაცდელი ვადის შეფასება და ა.შ.);
- კომპანიის საკადრო დოკუმენტაციის მართვა;
- ადამიანური რესურსების დეპარტამენტში ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის განხორციელება;
- საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და ახალი წინადადებების ინიცირება/განხორციელება;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება HR მენეჯერის პოზიციაზე, სასურველია სამშენებლო ან მრეწველობის სექტორში.
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა, HRIS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
- შრომის კოდექსისა და სხვა დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების ცოდნა.
ჩვენ ძალიან გვიხარია შენი რეზიუმეს მიღება! გამოგვიგზავნე CV ელ.ფოსტაზე vacancy@cs.ge და არ დაგავიწყდეს მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს,,Construction service’დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან,
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში.
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს ,,Construction service“-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.