მექანიკოსი
1xP PRIORITY კორიდა
თარიღები: 20 ნოე - 19 დეკ
მდებარეობა: ფოთი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1300
ინჟინერია:  მექანიკოს-ინჟინერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: maka.zaqradze@nikora.ge
კომპანია „ნიკორა,“1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძისპროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი. 
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. 
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge  
შპს „კორიდა“ აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე  ფოთში. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესრულება; 
  • ოფისში, წარმოებაში, საწყობებში  სანტექნიკური სამუშაოების წარმოება (საჭიროებისამებრ); 
  • სამაცივრე კამერის მშენებლობა; 
  • ელექტრო შედუღების სამუშაოების წარმოება; 
  • საჭიროებისამებრ ოფისში ფანჯრებისა და კარებების გამოცვლა. 
  • საჭიროებისამებრ, დანადგარში ზეთის დამატება; 
  • წარმოებისა და ოფისის მასშტაბით დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, მიზეზის დადგენა ხელმძღვანელთან ერთად და აღმოფხვრა; 

ანაზღაურება: 1300 ლარი ხელზე ასაღები, ზრდის პერსპექტივით 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: 
  • I _ ანკეტის გადარჩევა; 
  • II _ ტესტირება; 
  • III _ გასაუბრება.  
მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს!