მერჩენდაიზერ-პრომოუტერი

თბილისი სრული განაკვეთი ბორან ლაითი
მივლინება: არა ხელფასი: 1100 - 1500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
გაყიდვები: სავაჭრო წარმომადგენელი მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
ბორან ლაითი (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერ-პრომოუტერის პოზიციაზე
მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 – 17:30  

საშუალო ანაზღაურება:  1100 – 1500 ლარი 
კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ. 
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია.  კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას. 

მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება 
  • რუსული ენის ცოდნა (სასურველია) 
  • ანალიტიკური აზროვნება 
  • ლოგიკური აზროვნება 
 
მოვალეობები 
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დალაგება; 
  • მაღაზიებში პროდუქციის სათანადო განლაგება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვით; 
  • პროდუქციის ფასის კონტროლი; 
  • სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება. 
            
უნარ-ჩვევები: 
  • ორგანიზებულობა; 
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის მენეჯმენტი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი; 
  • პუნქტუალურობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: l.kitesashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.