ლოჯისტიკის მენეჯერი

ფოთი სრული განაკვეთი პრაიმ ბეტონი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი
სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. 
“პრაიმ ბეტონი“ არის სამშენებლო კომპანია, რომელსაც აქვს ქვიშა-ღორღის, ბეტონის და ბეტონის ნაკეთობების წარმოება, ასევე სამშენებლო მძიმე ტექნიკის დიდი ბაზა. ყველა ჩამოთვლილი მიმდინარეობა ემსახურება სამშენებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც არის კომპანიის ძირითადი მიმართულება. 
 
კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge 
 
სამუშაო პირობები 
  • პოზიციის დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი 
  • სამუშაო განაკვეთი: სრული 
  • სამუშაო ადგილი : ფოთი 
 
სამუშაო აღწერილობა 
  • ნაქირავები სატრანსპორტო ტექნიკის მონაცემთა ბაზის შექმნა;  
  • სამშენებლო ობიექტების ტექნიკური მხარდაჭერა, სატრანსპორტო ტექნიკით (ტექნიკის ქირაობა და დაკონტრაქტება); 
  • სამუშაო გეგმის შედგენა (რომელი ტექნიკა, რომელ ობიექტზე იმუშავებს); 
  • სამშენებლო ობიექტზე შემოსული ნაქირავები ტექნიკის ნამუშევარი დროის აღრიცხვა; 
  • ტექნიკის მუშაობის მონიტორინგი; 
  • დაზიანებული ტექნიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი პირებისთვის; 
  • კომპანიებთან და მძღოლებთან მოლაპარაკებების წარმოება; 
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და მათი სისწორის შემოწმება; 
  • მიღება-ჩაბარებების და სხვა საჭირო დიკუმენტაციის ბუღალტერიისთვის მიწოდება დროულად; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • სასურველია უმაღლესი განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • მძიმე ტექნიკის და სატვირთო ავტომანაქანების ზედმიწევნით კარგად ცოდნა; 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: excel, word. 
 
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე  2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით ელ. მისამართზე:  vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.