აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია „აგროჰაბი“, აცხადებს კონკურსს მარკეტინგული გაყიდვების პრომო - კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების ეფექტურად წარმოჩენა.
- კომპანიის მიერ სხვადასხვა დაგეგმილ პრომო აქციებში მონაწილეობა და პოტენციური მომხმარებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.
- პროდუქტებზე დეგუსტაციის ჩატარება და შეთავაზება.
ძირითადი მოთხოვნები:
- აქტიური
- მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება
- კომუნიკაბელური
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
გთავაზობთ:
- კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- ანაზღაურება 800 ლარიდან +ბონუსი
- სწავლის დაფინანსება წლიურად 1000 ლარის ოდენობით;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;