მძღოლი-ექპედიტორი
თარიღები: 20 ნოე - 19 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მართვის მოწმობა: C
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@agrohub.ge

აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს. 
 
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე. 
  
ძირითადი მოვალეობები: 

  • პროდუქციის უსაფრთხოდ გადაზიდვა კომპანიის შინაგანაწესის დაცვით; 
  • პროდუქციის მიწოდება დანიშნულების ადგილას დროულად და შეფერხების გარეშე; 
  • ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის გამართულობის მონიტორინგი; 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობა. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • პუნქტუალურობა; 
  • დისციპლინირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა . 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@agrohub.ge და გთხოვთ, subject- ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება  
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „აგროჰაბი’’ საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;   
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;   
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;  
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ  მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და  მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;   
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;  
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;  
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;  
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -   
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;  
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;  
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;  
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;  
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;  
მონაცემთა გადატანის უფლება;  
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;  
თანხმობის გამოხმობის უფლება;  
გასაჩივრების უფლება’  
შპს „აგროჰაბი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."