არქიტექტურული კომპანია „საფარელი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი არქტიტექტორის პოზიციაზე.
ვალდებულებები:
- კანდიდატის ვალდებულებებში შედის შენობის პროექტირება, საერთო კონცეფციის შემუშავება;
- აზომვითი ნახაზების შედგენა;
- განსახორციელებელი პროექტების ნებართვების შესახებ მერიასთან კომუნიკაცია და მოლაპარაკება;
მოთხოვნები:
- პროგრამების (ArchiCAD, AutoCAD, Lumion, Photoshop) ან მსგავსი პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;
- ამ სფეროში კანონით განსაზღვრული ყველა მოქმედი სახელმწიფო დადგენილების ცოდნა, მათ შორის ქალაქ თბილისის არქიტექტურული და ურბანული კანონმდებლობების ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და საქმის ეფექტურად მართვა;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- ენერგიულობა, შედეგზე ორიენტაცია;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი, პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
დამატებითი პირობები :
- გამოსაცდელი ვადა 3 თვე (ანაზღაურებადი)
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე;
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
- ანაზღაურება: 1500 ლარი;
- მისამართი: ბესარიონ ჟღენტის 7ა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე და თან დაურთოთ თქვენი ნამუშევრების პორტფოლიო (წინააღმდეგ შემთვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება). ელ.მისამართზე: vacancy@saphareli.ge და "subject"-ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- უმცროსი არქიტექტორი.