პოზიციის დასახელება: ელექტრიკოსი/სტაჟიორი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილები: თბილისი, მცხეთი, დუშეთი, კასპი, ყაზბეგი, თბილისი-გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი,, წალკა, გარდაბანი, რუსთავი,
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 27 ნოემბერი, 2024 წ.
სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს მ/ც-ის ელექტრიკოსი/სტაჟიორის პოზიციაზე
მოვალეობები და ვალდებულებები:
- უშუალო ხელმძღვანელის, კოორდინატორის ზედამხედველობის ქვეშ შეასრულოს შემდეგი ფუნქციები საჭიროების მიხედვით:
- საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობის მიღება, არსებული წესებისა და სტანდარტების მიხედვით. მენტორის მეთვალყურეობით.;
- აღმოჩენილ დარღვევებზე/ხარვეზების, უსაფრთხოების ტექნიკისა და ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დარღვევის შესახებ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ავარიის აღმოჩენა-ლიკვიდაციაში მონაწილეობის მიღება;
- მომსახურეობის ცენტრში მიმდინარე პროექტების შესრულებაში მონაწილეობის მიღება.
- ქსელზე მომხმარებლის უნებართვოდ მიერთების მკაცრი კონტროლი;
- რიგ შემთხვევებში, სატრანსფორმატორო პუნქტებში, საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზებზე გეგმიური ან ავარიული შესასრულებელი სამუშაოს დროს, განწესით ან განკარგულებით, სამუშაო ადგილის მომამზადებელი პირის, დამშვების, სამუშაოს მწარმოებლის ან მეთვალყურის ფუნქციების შესრულება, მენტორის მეთვალყურეობით.
- სამუშაო ადგილის მომზადებისას აუცილებელი გამორთვების წარმოება და შესაბამისი ზომების მიღება.
- გაეცნოს და იხელმძღვანელოს კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი ინსტრუქციებით და სამართლებრივი აქტებით;
- საკუთარი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცხადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.
მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება (სასურველია ენერგეტიკული)
- გუნდური მუშაობის უნარი;
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.