სს “ეპ ჯორჯია გენერაცია” აცხადებს კონკურსს რიონჰესის მუშის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 27 ნოემბერი, 2024 წ.
ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი: 1100 ლარი გადასახადების ჩათვლით
მოვალეობები და ვალდებულებები:
- ჰ/ტექნიკური ნაგებობების იმედიანი და უავარიო მუშაობის უზრუნველყოფისათვის სისტემატიური დაკვირვება მათ მდგომარეობაზე და სწორ ექსპლუატაციაზე.
- ნაგებობების განლაგების ტერიტორიებზე დამეწყვრის ნიშნების აღმოჩენა, გრუნტიდან ფილტრაციის წყლების წარმოქმნაზე დაკვირვება.
- სისტემატიურად ყურადღება უნდა მიაქციოს ფილტრაციული წყლების რაოდენობის ცვლილებას და წყლის ფერს. აწარმოებს დაკვირვებებს კაშხლის ზედა და ქვედა ბიეფში. ახალი ფილტრაციის კერების აღმოჩენის შემთხვევაში აცნობებს ადმინისტრაციას ან მართვის ფარის ოპერატორს.
- სისტემატიურად უნდა შეასწოროს დაზიანებული შემოღობვები, დაასუფთავოს არხები მცირე რაოდენობის შემონატანებისაგან, ტრასები გაწმინდოს ბუჩქნარისა და ხეებისაგან, უნდა მოახდინოს გორგოლაჭების და მისის ფუნდამენტების დასუფთავება.
მოთხოვნები:
- საშუალო ან ტექნიკური განათლება.
- შესაბამის სფეროში არანაკლები 1 წლიანი გამოცდილება.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.