პოზიციის დასახელება: მ/ც მასალათა აღრიცხვისა და ტექნიკური დახმარების სპეციალისტი/სტაჟიორი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სტაჟირების ადგილები: მცხეთა, თბილისი (დიღომი), კასპი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 27 ნოემბერი, 2024 წ.
სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს მ/ც მასალათა აღრიცხვისა და ტექნიკური დახმარების სპეციალისტი/სტაჟიორის პოზიციაზე.
მოვალეობები და ვალდებულებები:
- IFS-ში მიღება-გაცემის ყოველდღიური აღრიცხვა დამხმარე სათავსოებში საჭირო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ; მოთხოვნის ფორმის გამზადება;
- განახორციელოს კონტროლი პროექტებისთვის საჭირო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიღება-გაცემაზე, სამუშაოების შესრულების მიმდინარეობაზე; მონაწილეობა მიიღოს მასალების ჩამოწერასა და ახალი ობიექტების ქსელზე მიერთების აქტების შედგენაში.
მოთხოვნები:
- უმაღლესი ელექტრო-ტექნიკური განათლება;
- შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება IFS-ის ცოდნას)
- კომუნიკაბელურობა
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.