სამშენებლო სამუშაოების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ეპ ჯორჯია გენერაცია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)
თანამდებობის დასახელება: სამშენებლო სამუშაოების სპეციალისტი, სარემონტო ჯგუფი 
კომპანია: სს “ეპ ჯორჯია გენერაცია” 
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:  27 ნოემბერი, 2024 წ.

სს “ეპ ჯორჯია გენერაცია” აცხადებს კონკურსს სამშენებლო სამუშაოების სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები და ვალდებულებები:
  • ჰიდროტექნიკური ნაგებობების სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება
  • ჰესის დამხმარე ნაგებობების რემონტების დაგეგმვა და განხორციელება
  • შენობა ნაგებობების დეფექტური აქტების შედგენა
  • სამშენებლო სამუშაოების მოცულობების და საჭირო მასალების დათვლა და შეკვეთების გაკეთება
  • პროექტის შუალედური ანგარიშების მომზადება
  • ნახაზების მომზადება
  • სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა

მოთხოვნები:
  • Autocad _ის ცოდნა 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel )
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შესაბამის სფეროში (მშენებელი)
  • უცხო ენების ფლობა (ინგლისური ან რუსული სავალდებულო)
  • გამოცდილება რკინა-ბეტონის და სხვა სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში.
  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მაღალი მოტივაცია
  • გუნდური მუშაობის უნარი

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV (აუცილებელია ინგლისურ ენაზე) ელექტრონულ ფოსტაზე:  vacancy@energo-pro.ge   ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე:   http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/   2024 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.  წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.