ტექნიკოსი
თარიღები: 19 ნოე - 18 დეკ
მდებარეობა: ბორჯომი ბაკურიანი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენერგეტიკა:  ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: dialoghotels@hpm.ge
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს. 

ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს. 

ამჟამად, 134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი
საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანმშრომლის საცხოვრებლსა და ტრანსპორტირებას.

ძირითადი მოვალეობები:
  • ავეჯის, ტექნიკის და ელექტრო მოწყობილობის, მაგ.: ტელევიზორების, მაცივრების და განათების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მცირე ტექნიკის, სამზარეულოს აღჭურვილობის, სამრეცხაო მოწყობილობების, ქვაბების, ხელის და ელექტრო ხელსაწყოების, ასევე ზოგადი სანტექნიკის სისტემებისა და მოწყობილობების როგორიცაა მილების, ტუალეტები, ნიჟარები, სამზარეულო და სამრეცხაო ტექნიკა და ა.შ. ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • სასტუმროს გარე სივრცეების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • გათბობა-გაგრილების სისტემის გამართული მუშაობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
  • ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღმოფხვრა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე;
  • კვებით უზრუნველყოფას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება:
„ტექნიკოსი.“
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
წარმატებებს გისურვებთ!