სერვის მენეჯერი
თარიღები: 19 ნოე - 18 დეკ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2000
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  სერვისის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@nbngroup.ge
,,რესტორანი რუსთაველი’’აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე,
ანაზღაურება: 2000 ლარი.
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 9 საათიანი განრიგი, კვირაში ორი დღე დასვენება.
ბენეფიტები: კვება და ტრანსპორტირება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
  • ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინირება;
  • ობიექტზე მიმდინარე პროცესების მუდმივი მონიტორინგი;
  • ობიექტზე დასაქმებული პერსონალის მართვა;
  • ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო დროის აღრიცხვა სპეციალურ ტაბელში;
  • პირდაპირ და არაპირდაპირ დაქვემდებარებული პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური მონიტორინგი, შედეგების შესახებ F&B  მენეჯერის ინფორმირება, საჭირო ზომების მიღება;
  • საუკეთესო სერვისის შეთავაზების მიზნით მჭიდრო კომუნიკაცია მომხმარებელთან, შედეგად, მიღებული შეფასებების განხილვა პერსონალთან შემდგომი რეკომენდაციების გაცემის მიზნით;
  • მომსახურების სტანდარტების მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა;
  • ჯავშნების მიღებისა და დაგეგმვის კოორდინირება, უხარვეზოდ შესრულების მონიტორინგი;
  • რესტორნის სერვისის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების კონტოლი და ზრდის უზრუნველყოფა;
  • მჭიდრო კომუნიკაცია კომპანიის ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტთან, მათი მხრიდან მიღებული მითითებების/რეკომენდაციების შესრულების პროცესის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომელბის ეფექტური და სწორი მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სარესტორნე სფეროში (ქართული რესტორანი) მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სერვის-მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია მომსახურების სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა.
  • გუნდის მართვის გამოცდილება.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „რესტორანი რუსთაველი“–ს პროფესიონალთა გუნდს, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@nbngroup.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებებს!