ტენდერი - Printed POSM

მცხეთა, ნატახტარი ეფეს საქართველო
მივლინება: არა
ტენდერი/კონკურსი: ტენდერი
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
ნომრით #- EF-GE/737
დანიშნულება: Printed POSM
 
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი საქონლის აღწერილობით;
 
დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:
  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
 
ტენდერის პირობები:
  • მომწოდებელი არ არის ვალდებული შეთავაზება გააკეთოს სატენდერო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილ ყველა პოზიციაზე.
  • მოწოდების ვადები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეკვვეთის შესაბამისად. თუმცა აღნიშნული ვადები უნდა იყოს გონივრული.
  • სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
  • გამარჯვებული მომწოდებელი ვალდებულია შეინარჩუნოს ტენდერში შემოთავაზებული ფასები წლის განმავლობაში, რადგან შეკვეთა მოხდება ეტაპობრივად წლის მანძილზე.
  • გამარჯვებულ მომწოდებელთან გაფორმდება ხელშეკრულება, სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.
 
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

შემოთავაზების მიღება იწყება 21.11.2024 -  09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 03.12.2024 - 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სალომე ძმანაშვილი
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა