ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით და მისწრაფებებით იბადება. პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა, გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები აქ და ახლა, ცხოვრებაში სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენას და სასარგებლოდ გამოყენებას.
მოცემულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები- http://www.millennium-school.org/ge/proektebi
ათასწლეულის სკოლა აცხადებს კონკურსს ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე.
ათასწლეულის სკოლის ფიზიკის მასწავლებელი:
- ქმნის სასწავლო გარემოს, რომელიც ეხმარება მოსწავლეს სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში;
- ერთვება სკოლის მიერ შეთავაზებულ პროფესიული განვითარების აქტივობებში;
- აქტიურადაა ჩართული სასწავლო რესურსის შექმნა-მოდიფიცირებაში;
- თანამშრომლობს საფეხურის კოორდინატორთან, კლასის მასწავლებლებთან, ფსიქოლოგთა გუნდთან და მათთან ერთად ზრუნავს თითოეული მოსწავლის აკადემიური, სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე;
- სწავლა-სწავლების პროცესში იყენებს თანამედროვე სასწავლო მიდგომებს, მრავალფეროვან სასწავლო რესურს და ლაბორატორიულ აქტივობებს;
- შეუძლია შეიმუშაოს მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული დეტალური და დაბალანსებული სასწავლო გეგმა;
- იყენებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების ანალიზს, სამომავლო საგაკვეთილო პროცესში შესაბამისი ინტერვენციების განსახორციელებლად;
- გეგმავს და მონაწილეობას იღებს სკოლის პროექტებსა და სხვა აქტივობებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება;
- სწავლების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა.
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეული, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.
სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 20 დეკემბრისა.