ისტორიის მასწავლებელი
თარიღები: 23 ნოე - 18 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მეცნიერება/განათლება:  სკოლის მასწავლებელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@millennium-school.org
ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით და მისწრაფებებით იბადება. პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა, გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები აქ და ახლა, ცხოვრებაში სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენას და სასარგებლოდ გამოყენებას.
მოცემულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები- http://www.millennium-school.org/ge/proektebi 

ათასწლეულის სკოლა აცხადებს კონკურსს  ისტორიის მასწავლებლის პოზიციაზე. 

ათასწლეულის სკოლის  ისტორიის მასწავლებელი:     
  • სწავლა-სწავლების პროცესში იყენებს თანამედროვე სასწავლო მიდგომებს და მრავალფეროვან სასწავლო რესურს. აქტიურადაა ჩართული სასწავლო რესურსის შექმნა-მოდიფიცირებაში;
  • შეუძლია  შეიმუშაოს მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული დეტალური და დაბალანსებული სასწავლო გეგმა;
  • გეგმავს და მონაწილეობას იღებს სკოლის პროექტებსა და სხვა აქტივობებში; 
  • თანამშრომლობს საფეხურის კოორდინატორთან, კლასის მასწავლებლებთან, ფსიქოლოგთა გუნდთან და მათთან ერთად ზრუნავს თითოეული მოსწავლის აკადემიური, სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე;
  • ერთვება სკოლის მიერ შეთავაზებულ პროფესიული განვითარების აქტივობებში. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება;
  • სწავლების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეული, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას  გულისხმობს. 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 20 დეკემბრისა.