გლობალური სტაჟირების პროგრამა
2xP PRIORITY Sisecam
თარიღები: 04 დეკ - 18 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
მივლინება: არა
სხვა:  სხვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: KJIKHVADZE@sisecam.com
Şişecam- ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თურქული საწარმოა მსოფლიოში, რომელიც გლობალური მოთამაშეა მინის საწარმოს ისეთ ბიზნეს მიმართულებებში, როგორიცაა ბრტყელი მინა, მინის ჭურჭელი, მინის შეფუთვა, საავტომობილო მინა და მინის ბოჭკოვანა, ასევე სოდა და ქრომის ქიმიკატების მოპოვება. Şişecam მინის შეფუთვებისა და ბრტყელი მინის წარმოებაში მსოფლიოს მასშტაბით ხუთეულშია, სოდის წარმოებაში- მერვე ადგილი უკავია, ხოლო ქრომის ნაერთების წარმოებაში ლიდერია.
Şişecam წარმოდგენილია ისეთ ქვექნებში, როგორიცაა : თურქეთი, გერმანია, იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, რუსეთის ფედერაცია, საქართველო, უკრაინა, ეგვიპტე, ინდოეთი და აშშ.
კომპანია საერთაშორისო მასშტაბის ოპერირებითა და თავისი 85 წლიანი გამოცდილებით 22,000 თანამშრომელს აერთიანებს. მისი საწარმოო საქმიანობა მოიცავს 14 ქვეყანას ოთხ კონტინენტზე და გაყიდვებს 150 ქვეყანაში. Şişecam მიისწრაფვის გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო გლობალური მწარმოებელი თავის ყველა ძირითად ბიზნეს ხაზის მიმართულებით.

Şişecam აცხადებს გლობალური სტაჟირების პროგრამას
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხ. : https://www.sisecam.com
 
გახდი ჩვენი გლობალური სტაჟირების პროგრამის "ერთად" მონაწილე და მიიღებ შემდეგი სახის უნიკალურ გამოცდილებას :
  • განავითარებ უნარებს გლობალური კარიერული გზის მოსამზადებლად ინდუსტრიულ კომპანიაში;
  • გააუმჯობესებ ძლიერ მხარეებს და ამავდროულად განავითარებ ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა გუნდურობა, კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა და ა.შ.;
  • იმუშავებთ რეალურ პოზიციაზე რეალური პასუხისმგებლობებით.

პროგრამის ბენეფიციარები არიან :
  • მე-3 ან მე-4 კურსის ბაკალავრიატის სტუდენტები;
  • მაგისტრები;
  • ახალი კურსდამთავრებულები.

კვალიფიკაცია და პიროვნული უნარები :
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სიახლებიისადმი ღიაობა და მიმღებლობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გამოწვევებისათვის მზადყოფნა.

სტაჟირების პროგრამის პირობები :
  • სტაჟირების პერიოდი 7- 12 თვე;
  • კვირაში 3 ან 5 სამუშაო დღე (შეთანხმებისამებრ);
  • სამუშაო დრო : 08:00 – 17:00 სთ;
  • სამუშაო მისამართი : ქსანი (35 კმ თბილისიდან);
  • ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია;
  • კვება უზრუნველყოფილია;
  • სტაჟირება ანაზღაურებადია.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გადმოგვიგზავნოთ მითითებულ მეილზე KJIKHVADZE@sisecam.com და მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სტაჟირება და სასურველი მიმართულებები.