კომპანია "სკალა" 1995 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის სფერო დიზაინი და ავეჯის წარმოებაა. ჩვენი გუნდის მთავარი სიძლიერე პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმია.
ვაცხადებთ კონკურსს ავეჯის კონსტრუქტორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტის ზუსტი ანაზომის გაკეთება;
- ნახაზების განხილვა დიზაინერთან;
- ტექნიკური განდეტალების მომზადება;
- კონსტრუქციული გათვლა;
- მასალათა ჩამონათვლის მომზადება;
- სამუშაოს შესრულების ზედამხედველობა;
- მონტაჟის ზედამხედველობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ხის, MDF, ლამინატის და ასევე ქართულ ბაზარზე არსებული მასალებისა და ფურნიტურის ცოდნა;
- სულ მცირე 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
- სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის მართვის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.