IGAL აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსური აუდიტის მიმართულებით.
სამუშაო საათები
- სრული სამუშაო გრაფიკი,
- ორშაბათი - პარასკევი 10 დან 6 საათამდე
ფუნქცია/მოვალეობები:
- კლიენტის საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობის მიღება
- აუდიტის სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
- უფროსი აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება
- პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
- პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
- სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
- განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით - სასურველია ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის ან ბუღალტერიის სპეციალობით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც)
- ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
- MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- გუნდურად მუშაობის უნარი, ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- ტესტირება
- გასაუბრებები
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@igal.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 988 377.