აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ადმინისტრატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: - წარმოებაში არსებული ყოველდღიური პროცესების მართვა - დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
- საწარმოო პროცესების კონტროლი;
- პროდუქციის ვადების კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტზე შეკვეთების კონტროლი;
- წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის უწყვეტობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება;
- პერსონალის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა;
- თანამშრომლების მიერ შინაგანაწესის დაცვის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება;
- წარმოების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
პიროვნული მახასიათებლები: - პრობლემის დროულად მოგვარების უნარი;
- დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@agrohub.ge გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ‘’წარმოების ადმინისტრატორი’’ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც. დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!